ვნებაა თუ მოგონება?


აი გზები ბანოვანთა,
ვრცელ მორევში შეზელილი,
მენანება შენი კალთა
დაკაწრული, დაფლეთილი,
მოგხვეოდე გაშლილ მხრებზე
ვნების მძიმე ნეტარებით,
გიკოცნიდე დამსკდარ უბეს,
ამოვსებულს სავსე მკერდით,
აბა დახე ამ თვალებსა
რა ცეცხლი სდით, რა მდუღარე,
ორთქლი ორთქლსა ეწებება,
ჰოო რა დიდხანს მე ვეწამე...
კმარა შენი მწარე სუნთქვა
რომ ამ ღამით უნდა ვნახო,
რომ გიამბო, რომ მოვიდე
მე შენს სულთან უფრო ახლოს,
დარცხვენილი შენი ბაგე,
დაორთქლილი შენი თმები,
თვალებს ვხუჭავ, და მაინც კი
თვალწინ მიდგას, ვეფერები,
შენი ფრთხილი თეთრი ხელი
რა ნაზი და რა ძვირფასი,
ისე მიყვარს როგორც რთველი,
როგორც ღვინით სავსე თასი,
ეგრე ტკბილი, საამური,
მათრობელა შენი ტანი,
მახსოვს ან რა დამავიწყებს
როს პირველად შევიცანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი