გესაუბრებით სხვა სამყაროდან
აღარ მსურს ფიქრი სულს მიკაწრავდეს, ხალხს მოვევლინო გიჟად და მკვლელად, დღეს მეათასედ ვათენებ ღამეს, ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად. დაიცლებიან ცივი ვნებები, ეს გულიც მალე შეწყვეტს დინებას, და როცა სიკვდილს ჩემი სიცოცხლე ქედმოუხრელად შეერკინება, აღზევდებიან ქარში ვარდები, ქვიშის ყანები ადიდდებიან, მე არ მოვკვდები, არ გარდვიცვლები, ისევე როგორც სხვები კვდებიან. საუკუნეებს მოილევს სიტყვა, როგორც ტაძარი კირით ნაგები, გესაუბრებით სხვა სამყაროდან ჩვენ საქართველოს დიდოსტატები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი