დილა, თოვლივით თეთრი
დილა, თოვლივით თეთრი, ლანდი, ქარვისფერ ალთან, ისევ შორიდან გეტრფი და თუ მგონია კართან, გელოდებიან სხვები ნაირნაირი ყუთით, მე კი მაშინვე ვხვდები, შენი ღიმილის მიზეზს, დაგელოდები მაგრამ მეც სხვანაირად მიმზერ, ვერ გამიგია კმარა, აღარც სხვა გზები ვიცი მე აღარ მჯერა არა, ქალის ხვევნის და ფიცის, ზოგჯერ ახლოს ხარ თითქოს, ხან კი ისეთი სხვისი, რომ თვითმკვლელობა მიპყრობს უმანკოების ღირსი, ამნაირობის გარდა მაინც სიცოცხლე მინდა, შემომხვევია მხრებზე მე ოცნებები წმინდა, ახლა სადახარ ნეტავ ვფიქრობ და ვერა ვხვდები, თითქოს ჩვენს შორის ისევ აღმართულაო მთები, აი ქარვისფერ ალთან მიმაქვს ხელი და ვფიქრობ, შეჭრიალებულ კართან სხვა ჩემს დიდებას იყოფს, ასე ურცხვად და რიდით ცას ენაცვლება ღმერთი, აი უფსკრულთან მიველ, აი ცრემლისგან წვეთი, ჩამომეცალა როგორც უდაბურებას სხივი, უდაბნოებას წყალი, და მოგონება უცებ და ამიცრემლდა თვალი, ფიქრის მართვაა ძნელი, საუბრისადმი სმენა, არ იკურნება არა, ახლობლისაგან წყენა, აბა სადამდის ვიდგე უფსკრული მელოდება, ანგელოზი კი დემონს ველურად ეომება, დემონი თითქოს კვდება, ნისლებში იფანტება, და ანგელოზი ღმერთო რა მწარედ იტანჯება, ფრთებმოკვეცილი ლანდი უფსკრულში იკარგება. ღამე, კუპრივით შავი ლანდი, ქარვისფერ ალთა გემშვიდობებათ ჩემი წმინდა სხეულის კალთა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი