და ცისფერ იადონებს.


ვერ მოვერგე მე ცხოვრების კანონებს,
ვეტრფი ზამბახს და ცისფერ იადოებს.

რომ ფხიზელი არავის არ ვუნდივარ,
ამიტომაც ვსვამ და მხიარული ვარ,

ოსტატობას მაბრალებენ ქალები,
კარადაში ქმარს რას დაემალები?

აქ სიყვარულს არ დავეძებ კარიკარ,
მაგისთვის მე არაფრად არ ვარგივარ.

ახ ბულბულო იფრინე და იფრინე,
ხან ანი მყავს, ხანაც კიდევ ირინე,

აი ჩემი გულის ფიანდაზები,
მომაშორეთ გაცვეთილი ფრაზები,

ოხ ამ ღამეს ბედი როგორ ამიცდა,
საყვარელო ისევ გადამავიწყდა.

ლექსსა ვწერდი საქმე ცუდად განეწყო.
მგონი მართლა ამნეზია დამეწყოო....

გაიტანეთ ოთახიდან წიგნები,
ასე უფრო უკეთესად ვიქნები,

თვალები გაქვს მწიფე ნუშის სადარი,
ვერ ვიპოვე მე შენი შესადარი,

დილაა თუ ღამეა თუ ბინდია,
გულში ცხელი ცეცხლის ალი მინთია.

ახ სიცოცხლევ ფიქრით შემაქცევარო,
ზოგჯერ სიკვდილს შენც რაღაცით გევხარო.

მომაბეზრეს თავი ჩელენჯ ფართებით,
რა აზრი აქვს შტერს თუ შეედავებით.

სათქმელია ათას ხუთას თოთხმეტი,
მსმენელი კი ათი, ხანაც თორმეტი.

ფულია და ფულზე მეტი სიხარბე,
გადამშორდი ქალო წა დაიკარგე! 

მსურდა უფრო მხიარული ჰანგები,
ვსვამ კონიაკს, მაგრამ ვეღარა ვთვრები,

სად წავიდე მითხარ რომელ მხარესა,
ყველგან მცნობენ მე ამ არემარესა.

მსურს სიმშვიდე ანდა ცხელი ომები,
საშუალოს მე არ შევებრძოლები.

მხოლოდ ბედი გამარჯვების პირამდე
და სიცოცხლე გიზის პირამიდამდე.

ვერ მოვერგე მე ცხოვრების კანონებს,
ვეტრფი ზამბახს და ცისფერ იადოებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი