ურემი რომ ტრიალდება


არავითარ შემთხვევაში,
ბრძოლა გამარჯვებამდე,
გამარჯვებას ჩვენ მივყავართ
ლამის გაავებამდე,
და სიავეს სიბოროტე 
ჰმართავს მღვრიე აზრებით
აღარავინ განუგეშებთ,
აღარც შეებრალებით,
ეგონებათ რომ გვირგვინი
სავალ ბილიკს ამრუდებს,
სათხოვარი თუ გექნება
ყველა თავს შეაბრუნებს.
აი ბედი ბრწყინვალების
მარად დასაგმობელი,
სნეულება ავზე ავი
ცივი, დასამხობელი.
რა ჯობია, რომელი გზა
ძნელი არის გარკვევა,
ურემი რომ ტრიალდება
პრობლემებიც მრავლდება,
ქარავანი ძაღლის ყეფას,
ძაღლი კატის ნაბიჯებს,
მე ცერბერიც ვერ მაბრკოლებს
ვერც ლომი შემაშინებს,
გარდა ერთი მოკვდავისა
მსგავსი ადამიანის,
ვუფრთხი სანამ ახლოს მოვა
თუ არ არის გვიანი,
გამარჯვებულს ვერიდები
არ მწამს მისი სიტყვების,
მეგობრებთან მირჩევნია
მათთან უკეთ ვიქნები,
გაცივებულ ფარდის უკან
ირხევა საქანელა,
გაიხსენე რომ დაეცი
ხელი ვინ შეგაშველა?
ჭრილობა ვინ გიმკურნალა
მხარზე ხელი მოგხვია,
განა სწორი მიდგომაა
დამარცხება რომ ჰქვია?
ეს ტაშისჰკვრას ბევრჯერა სჯობს,
მერე მარტო დარჩენას,
ხალხს კი მაინც ხალხი ჰქვია
რთული არის გარჩევა,
ვინ რომელ გზას მიგასწავლის,
რომელ ძაღლის ნაყეფარს,
შორს ვერ წახვალ თუ მიყვები
სხვის დამჩნეულ ნატერფალს...
ეს ცხოვრება გრძელი რომ სჩანს
არის წამის ნამსხვრევი,
სიცოცხლე და სიკვდილია
მეტი კი არაფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი