დედა რომ არა


ღმერთო ეს ხალხი სხვაგვარად ცხოვრობს,
მათი არ მესმის, მათ კიდევ ჩემი,
არვიცი რა ვქნა, რით გავუმკლავდე
ამ უცხოობას ვეღარ ვერევი,
ვერ ვმართე თავი, ფიქრებმა მძლიეს,
სული დამძიმდა როგორც ტომარა,
რამდენჯერ ვცადე, ვერ მოვერიე,
მოვერეოდი დედა რომ არა... 
ვერ გავიარე ცეცხლის გვირაბი,
სულ ერთი ქალი მეღობებოდა,
იწვოდა მისი სხეულის კალთა
და ის არაფრით არ მეშვებოდა,
ახლა კი ვწუხვარ, რისთვის არ ვიცი,
ვწუხვარ და ცხარე ცრემლები მცვივა,
ოოო ღმერთო ჩემო, ტკბილო მამაო,
მე ცოდვილი ვარ და გული მტკივა.
დავიფერფლავდი ცოდვის მანტიას,
ბაწრის სალტეებს შევებმებოდი,
დედა რომ არა, ღმერთი რომ არა,
ვინ იცის ახლა სად ვიქნებოდი,
რომელ სადგურზე, რომელ ცხოვრების,
თუ არსებობის ჯებირებს მიღმა,
მე გამომგლიჯა ველურ სხეულებს
წამის ნამსხვრევში გაფრენილ ფიქრმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი