ანარქიული სული
ღამეა, სული მძვინვარებს, სხეული უფრო ბნელია, სათქმელი პირზედ მიშრება გრძნობებიც გამომლევია... ბალიშთან საწამლავს ვმალავ არ ვუფრთხილდები დარაბებს, მომბეზრდა, აღარ მსურს ვზიდო რაც მტანჯავს და ასე მაწვალებს... სულს უნდა სხეულს გაშორდეს თავისუფლება სწყურია, სული ვერ უძლებს კანონებს მისთვის ეს უცნაურია რაც უფრო იგი იზრდება მით უფრო სტანჯავს სხეული ზოგჯერ სურათი ქმნილია გიჟის და გადარეულის, ფიქრებით ავი საკინძე ნაპრალებს მიჩენს სულშია, ოღონდ უსულოდ ნუ დამტევ და ვიყო სინანულშია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი