როიალის საფეხურებს
როიალის საფეხურებს მიჰყვებოდა ქარიშხალი, დაგმანულმან ავენტურებს მივაყურე უბის თვალი, თვალი ზურმუხტს არ ედროდა არც ნაირფერ იადონებს, როიალის საფეხურებს, როიალის საფეხურებს, ქარიშხალი მიჰყვებოდა ირხეოდა, ირწეოდა, ტრიადონი ირღვეოდა, ქარი იყო სიო თუმცა თვალი მაინც ზურმუხტია, ეს სიყვითლე შემოდგომის ასე რატომ ნაირფერდა? სხვა ყველაფერს სჯობს იმ ომის ქარიშხალი და მუხტია... აბა სხვაგვარ სიმფონიას, აბა იმგვარ ქარიშხალებს, მიჰყვებოდა, როიალის როიალურ საფეხურებს, და საკრალულ ინსტრუმენტთა იდგა ვრცელი ნიაღვარი, მოდიოდა გულამღვრევით მტკნარი მტკვარი, მტკნარი მტკვარი. შენი მხოლოდ თბილისია, ჩემი მხოლოდ ნარიყალა, ბათუმი და ივლისია ასე რომ გაიფარფალა? მწვერვალების ნაფეხურებს სიოს ჰანგმა ანაცვალა, მონაქროლმა კახეთიდან გადმომივსო მზით ფიალა, ორი სული არ მეყოფა ამ გულმა თუ იწრიალა ქნარებში ამოფრქვეულმა სხვა მხარეს რად იტრიალა ბოჰებურმა რაფლეზიამ მოხველმა სიამფონიამ იტრიალა, იტრიალა, იტრიალა, იტრიალა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი