ნახვამდის
ახ ჩემო თავო, გისმენდი დიდხანს, ვერ მოგაგენი, ვწუხვარ და ვდარდობ, ახლა სულ ვერ გცნობ, ახლა სულ სხვა ხარ, და სხვის გრძნობებზე უაზროდ ბრაზობ, გაჰკივებიხარ დამპალ ჭაობებს, შენი ჭრილობის აღარ გაქვს ფერი ვეღარ იზრდები, ვეღარ მშვიდდები და კვლავ უაზროდ მღერი და მღერი, ოოო ჩემო თავი, განა ვტირი მე, ღირს კი შენს გამო ცრემლების ფრქვევა? აი ალუბლის ჩემოდანები ხედავ შენს ირგვლივ როგორ ირწევა? ხედავ ბავშვობას? შენ ისევ იქ ხარ... და კვლავ გაოცებს პეპლის ფარფატი? “ჰა ჰა ჰა ჰა ჰა როგორ მაცინებს კალენდრის უკან შენი ნახატი,” თითქოს შორია, თან რა ახლა და მგონი არც ისეც ითქმის ამაზე, ნახვამდის, აი რა უნდა გითხრათ მე თქვენ უაზრო სიცილ-ხარხარზე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი