დილა
ივსებოდა დილა, ქარი მზეს პირს ჰბანდა, შენი თვალის ფერი, სხვის სიყვარულს ჰგავდა... ქროდნენ ნიაღვრები, საუკუნო დარდით, ლურჯი ეტრატები, მოფენილი ვარდით, მოდიოდა ჩემთან, ვრცელი ნუშის ბანდა, ივსებოდა დილა, ქარი მზეს პირს ჰბანდა. აი ახლა სადღაც მიფრინავენ წლები, მე კი ძილის პირას შენზე ფიქრით ვთბები, დამავიწყდა წყენა, აღარ მახსოვს არა, მე კვლავ შენთან მინდა, შენ კი ამბობ - კმარა! ალბათ გულწრფელობა მეც ამიყვანს მთაზე, ამის გამო ქრისტე არ გააკრეს ჯვარზე? მაგრამ ეს გზა ვფიქრობ, ნუგეშია წყევლის, ვიცი ამის შემდეგ მეც აღდგომა მელის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი