ვთქვათ და გადავრჩი, და ამის შემდეგ?
მხოლოდ ჩემია რაც ითქმის, მდუმარედ ამ სტრიქონებში, არავის ძალუძს შეცვალოს სიტყვა, ჩემი ფიქრების აკლდამეებში, აღფრთოვანებით მივყვები ამ გზას, ვებრძვი დემონებს ბნელ-ხვეულებში, ვროზგავ წარსულს და არავის ვუმხელ, ჭრილობებს მწარე მოგონენებში. მე აღარ მსურს არა, გაიგოს ვინმემ, ჩემი მშფოთვარე გვირგვინის ფასი, იგი დაფნაზე უფრო მჩატეა, მაგრამ უდაბნოს ეკალზე ბასრი, სამწუხაროა? ვერ ვიტყვი ამას, მე არჩევანიც კი არ მქონია, დღემდე მაწვალებს სიკვდილზე ფიქრი და თვითმკვლელობის მელანქოლია, გოლგოთაც ვნახე, ჯვრების ზიდვაში ქვეყნად არავინ გამომყოლია, შავი ყორანი გულ-მკერდს მძიზგნიდა, თვალებს მივსებდა თეთრი თოლია. ანჯამებიდან... სისხლის გუბები, მოხარხარეთა მუხლებს სწვდებოდა, ხალხი ხარობდა, და იცინოდა, მე კი სიკვდილი მელანდებოდა. ხალხი ისმენდა ჩემს მწარე გმინვას, თუ ვჩუმდებოდი წიხლებს მირტყამდნენ, ტანჯვას ვუძლებდი, მაგრამ მათ ყოფას, არ მესმის ღმერთო როგორ იტანდნენ, ან როგორ ძლებდნენ პეტრეს სხეულში, როცა იუდას აქილიკებდნენ... და იმ დაცვენილ ოცდაათ ვერცხლით, დანაცრულ ჯიბეს რომ იმდიდრებდნენ. არ ვიცი ღმერთო, როგორ გადავრჩი, ვინ ჰფარველობდა ჩემს მძიმე სხეულს არარაობის უფსკრულში ვიყავ, წყვდიადი ეკრა აბღავლებულ სულს, დემონი რაა, ღმერთო დემონი? ჰა ჰა ჰა ჰა ჰა, ფიქრიც აღარ მსურს... ქარიშხლიან გზებს მივყვები ისევ, და მოგონება მიხრჩოლებს სხეულს. ვერ გამოითქმის ეს სიძულვილი, ვერცერთ ხატოვან გამონათქვამში, ოოო ღმერთო ჩემო, შენ დაიფარე, ნუ ჩაკლავ იმედს ტანჯვის დროს კაცში, ნუ მოუსწრაფებ ნათელ ოცნებებს, გაჩენილს შენგან ღრმა ბავშვობაში, თორემ სიცოცხლე გარდაიქცევა, „ყოფნა-არყოფნის“ არსებობაში. ძნელია მაგრამ, სხვა გზა არ არის, ვერ გავიზრდებით თუ არ ვიწვალეთ, ჩვენი ტკივილი უფრო მეტია, ვინც სიცოცხლის დროს გარდავიცვალეთ, იერთან ერთად, სულის ფანჯრები, თუ აივნებით არ შევიცვალეთ, და იმ ტანჯვის დროს განცდილი წყენა, ცხარე ცრემებით არ დავითვალეთ. მაგრამ კითხვაა, ისეთი ბასრი, ისეთი უცხო მთთოლვარე ხმაში, გაარღვევს სხეულს და წყვდიადიდან, მოიტანს ნათელს ვერცხლისფერ ტბაში, “ვთქვათ და გადავრჩი, და ამის შემდეგ?” ნათელი ქრება უცებ წყვდიადში, და იკარგება ცრემლების ფრქვევით, დამახინჯებულ მარტოობაში…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი