"მაგრამ"


ოო ღმერთო, უკვე 
აღარც კი ჩემო,
აღარც იმედო,
აღარც ნუგეშო,
შენ სიცოცხლეო
უკვე სხვისაო,
როგორ არ მინდა,
როგორ არ მინდა,
სად დავიკარგეთ?
მე ხომ ასეთი,
ასეთი უცხო
არასდროს ღმერთო.

მივყვები ნისლებს,
წყვდიადებს ქართა,
ჩემთან სიკვდილი
ოო ბევრჯერ იყო,
მე იგი ვნახე,
შუაღამისას,
ელვარე თვლები
არღვევდნენ სარკმლებს,
ლურსმნებს მიდნობდნენ
ხელისგულებზე,
ოო ჩემო ხმაო,
ახლა სადახარ?
როგორ ვერ ვცნობდი
შენს ძალას ჩემში...
როცა მაისი გამიფერადე
მე სად ვიყავი, 
მაშინ?

იმედის წლები 
მივსებდნენ სხეულს,
მზის სხივით ნაგებ
აკლდამეებად,
მაგრამ რა უცხო,
მაგრამ როგორი,
ვერა,
ვერ ვიტყვი,
რაც უნდა მოხდეს,
ასეთი დიდი,
ასეთი მარტო,
მე ჯერ არასდროს 
ვყოფილვარ ალბათ.

ჩემს ირგვლივ ისევ,
ბოროტად,
ქუშად,
დაიარება სიკვდილის ლანდი,
მე არ მაშინებს მისი სახელი,
იგი ჩემს სახელს ვერაფრით წაშლის.

მაგრამ ოო ღმერთო,
შენ მე მაკლიხარ,
ისე მაკლიხარ
ლამის არსება დაეცეს ჩემში.

მძიმე მორევი,
- ხალხი?
ნუ მკითხავთ,
- რა გჭირს?
ისე რა, ხმები...
ბილიკს მივყვები, 
დრო არ ილევა,
რას არ ამბობენ სხვები...
გვირილებს ვხედავ,
მაგრამ მათ ფერებს,
ვეღარ ვცნობილობ,
ვეღარ ვეხები,

მე ღმერთი, ვიცი,
იგი მარტოა,
იგი სუსტია,
ახლა,
ჩემს გარეთ,
ჩემში
ღმერთი არ არის,
სწორედ ამიტომ ვიცი.

და რასაც ნათლად
აღვიქვამ ერთი,
არის სიცოცხლე
არსების ნაცვლად,
„ყოფნა-არ ყოფნა?“
„ყოფნა-არ ყოფნა?“
ასე ირიბად ვითვლი გვირილებს...

მე ლურჯი ცა და
სიყვითლე მიყვარს,
კიდევ გაზაფხულს ვეტრფი ძალიან,
როცა ტყემლები ათეთრდებიან,
როცა ვაშლებიც გაფითრდებიან
და ყველა ყვავილს,
ქალის სურნელი
შემოეხვევა მზის სხივის დარად,

ოო ეს წუთები,
კიდევ ბავშვობა...
როგორ ვთქვა აბა,
არ მენატრება?
ისე ძალიან,
ისე ძლიერად,
ლამის დავნებდე სიკვდილს.

"მაგრამ"

ეს „მაგრამ“
იმდენი რამის მთქმელია ღმერთო,
იმხელა ძალა ჰქონია „მაგრამ“-ს
რომ, „აბაა ჩემი“?
ხანდახან ვფიქრობ
იყავი ასე,
არაფერია,
ბელზებელივით
ნუ აჰყოლილხარ ქაოსის ჭორებს.
შენ შენი სიტყვა იცოდე უნდა
და როცა ამ გზას მოილევ ალბათ,
ცოტა უკეთესს ყვავილებს დაკრეფ.

აი ეს „მაგრამ“
ამასაც ამბობს
და კიდევ იმას
აქ რომ ვერ ვიტყვი,
განა გულწრფელი აზრი მაკლია?
რავიცი,
იქნებ,
ასეა ახლა,
ან იქნებ 
ცოტა მეტია მგონი,
მაგრამ,
მაგრამ და
ოო კიდევ მაგრამ...

ახლა ღიმილი მერევა ფიქრში,
რა ლამაზია
იჯდე და წერო,
ისე იფიქრო როგორც არასდროს,
ისეთი რამე წამოგცდეს იქნებ,
ისეთი სიტყვა რომ დაიჭირო,
რომელიც შეცვლის 
სამყაროს,
სივრცეს,
დროს და სახელსაც,

"მაგრამ"

ამ „მაგრამ“-ს 
ვერაფრით შეცვლის,
იგი მდორეა,
თითქოს მსუბუქი
და ამავე დროს
მძიმე ძალიან,
შეუვალია.

ბზარები თუ აქვს „მაგრამ“-ს? 
რამდენიც გინდა,
ეჭვებზე მეტი,
კაცის გულსაც ჰგავს ზოგჯერ.
მე უფრო „მაგრამ“ 
მიყვარს და რა ვქნა,
ასეთი ლოგო-
ფილი ვარ მგონი,
ოო ეს ღიმილი
როგორ?
არ ვიცი.
როცა ვწერ რამეს
სულ მეღიმება,
უფრო კარგ რამეს,
უფრო.

"მაგრამ"

ღიმილი, ზოგჯერ ცრემლს სწვდება,
ტკივილის, 
დარდის
გადა-საფარად,
ჩვენ უფრო მეტად
ვიღიმით,
ვმღერით,
და ვცეკვავთ კიდეც
გადასარჩენად,
ხომ ნახეთ თქვენაც
რისთვის ცეკვავდა?
საშველად რამის
ან ვინმეს კიდევ,
ვიღიმით უფრო,
მაგრამ ხარხარი?
რა ვქნა ტკივილს და
არ შეუძლია.

თბილი ღიმილი
ცრემლზე მწარეა, 
და გამოუთქმელ გრძნობებს რომ იტევს?
ბევრჯერ ღიმილი
ლაპარაკსაც სჯობს,
როცა გვკითხავენ
- რა გჭირს?
- როგორ ხარ?
კარგად, კარგად ვარ
თქვენ შემოგევლეთ

„მაგრამ“

და „აბაა ჩემიი“?
ვერ ეკითხები
შენ როგორახარ?
რადგან ღიმილის
კრძალვა გაქვს თითქოს.

ასეა ღმერთიც,
მგონი ასეა,
მე მასში ვეძებ
ადამის სახეს,
ის
ჩემში
რამე 
უცხოს და ღვთიურს.

სწორედ ამიტომ
ჩვენში 
ღიმილი?
არათუ ცრემლიც კიარ მოსულა.

მე ჩუმად ვუსმენ,
ის თვალებს მალავს,
თვალებმა უფრო 
ბევრის თქმა იცის,
მე მაინც ვუსმენ,
მაგრამ ამჯერად
რა ვიცი აბა,
რა ვიცი ღმერთო...

ისეთი „მაგრამ“
დამერქვა ჰა ჰა 
ღმერთო არ გინდა,
არ თქვა, 
გაჩუმდი,
გაჩუმდი თორემ,
ხომ ხედავ ხალხი
რისი მქნელია...
საშველი მათგან
„არ არის“ არა,
გალაკტიონმაც
იცოდა ვიცი.

ახლა მინდა და
ვთქვა რომ გავბედო,
მე კიდევ ვიტყვი
ღმერთო,
შემინდე,
როცა ვწერ ასე,
რაღაცნაირად,
შენ გხედავ, 
მას და 
სიკვდილზეც ვფიქობ.

ეს სამი სხივი,
ისეთი წმინდა,
სარკმლით მოსული,
ვეფერო მინდა,
სამივე მინდა,
ოო მინდა,
მინდა,
მინდა 
და 
მინდა,

რომელი მინდა?
შეიძლება კი მათი გარჩევა...
ისინი ჩემში სახლობენ
მაშინ,
როცა საკუთარ თავთან ვმარტოობ,
ყველაზე წმინდა,
ყველაზე წრფელი,
გრძნობები ჩემში
ასე ჩნდებიან.
სულ მარტივია თითქოს..

„მაგრამ“

ეს გზები საითკენ მიდის?
მე დიდ და ლამაზ
და კიდევ მაღალ,
ოოო უფრო მეტიც,
მწვერვალებს არა,
იმათზე მაღლა,
სადაც
სიმაღლე 
სიმდაბლეს უდრის,
იქ მიდის ვფიქრობ,

„მაგრამ“

რომელი ამოვირჩიო?
სამივე ისე მიზიდავს ღმერთო,
თუ მას შევკითხო?
(ვამბობ სიყვარულს)
იქნებ სიკვდილიც არ იყოს ცუდი?
განა სამივე რა არ დაგკარგავს?
რომ გაპოვნინოს ხელახლა თავი?
ვიცი დრო არის
ამოვირჩიო,
მე შეცდომები მჩვევია

„მაგრამ“

აქ მხოლოდ შედეგს
იკითხავს ხალხი,
მე გზები უფრო,
ეს გზები მიყვარს,
როცა ვწვალობ
ან ბედნიერი ვარ,
როცა ვეძებ და 
თან მიხარია,
შეწუხებული თუ ვერ ვიძინებ,
როცა ფიქრები ამტკივდებიან,
როცა თვალები დასერავს ღამეს,
კარგი რა,
თითქოს სიკვდილი... მაინც,
როცა ვეფლობი წარღვნის მორევში,
როცა ვხვდები რომ გამოვიცვალე,
ხვალ კი სხვა ვინმე გატყდება ჩემგან,
როცა ვიტყვი რომ „გადავიღალე“
და ერთი ცრემლიც დამემადლება,
როცა ღიმილით მოვყვები ამბებს.

როცა გზას ასე,
ჩემს გარდა ცოტა,
ალბათ თუ მიდის,
ამ გზაზე მეტი,
მე ვამბობ ისევ, 
- ძალიან მტკივა

„მაგრამ“

ხმადაბლა,
ჩემს ხმაზე დაბლა,
ვამბობ და ვერ ვხსნი,
რომ ამ ხმაურში
რაღაცნაირად ვარ ბედნიერი.

მაშასადამე,
ვარ და ვარსებობ,
იქნებ ყოფნაა გვირილის ბოლოც?

„მაგრამ“

ეს ბოლო შედეგს რომ მოჰგავს?
მე ხომ შედეგი არ მიყვარს არა,
მე გზები მიყვარს,
ბრძოლა და ცეცხლი,
ველური ომი მიზიდავს მხოლოდ,
სადაც არავინ არ ინდობს არვის,
სადაც სიცოცხლე უფრო მძიმეა,
გზა სადაც ყოველ გამვლელზე მეტი
ქვა-ღორღი მოდის,
წვიმების ნაცვლად,
სადაც ორი მზე ერთმანეთს ებრძვის,
სადაც არ სდუმან პირამიდები,
„მორჩილი“ - სიტყვა სადაც არ მხვდება.

ის გზაა ჩემთვის 
უფრო ძვირფასი.

ვიდრე გვირგვინი სულელი მეფის,
ანდა წიგნები რაც წამიკითხავს,
თუგინდა იყოს ბრძენი, ოსტატი,
მე ჩემი თვალი მიჯობს სხვის სიტყვას.

თუ გულწრფელობას
თქვენში მივაგნებ,
მაშინ მოგისმენთ მხოლოდ.

და გავხსნი ამ გულს,
როგორ იციან
სიმღერა ჩვენში?
თუ ასე ტურფა,
თან ასე ნაზი,
მახარობელი გაზაფხულისა?
რად ვერ გამჩნევდი...
ალბათ იმიტომ,
რომ სიყვარული იყოს პირველი,
რადგან ღმერთიც და 
თავად სიკვდილიც
სიყვარულისგან იზრდება მხოლოდ.

აქ კი არაფრით
აღარ ეტევა,
ეს დიდებული

„მაგრამ“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი