დედას


შენ რომ ქვაბებში მალე
ის კანფეტები ყველა,
ამოვიცანი, ვნახე
და დარდმა მომინელა.
ვფიქრობდი რატომ ღმერთო,
კი მაგრამ რატომ მალავს?
აბა ასეთი წუწკი,
დედა მხოლოდ მე რად მყავს?
ვჯავრობდი ქვაბის პირას
და მეშინოდა დასჯის,
შოკოლადების ქურდი
დედას ადვილად განსჯის,
მთლად ამოვცალე იმ დღეს
მთელი ავსება ქვაბი,
და რაც გადამხდა დღემდე
სულ ჟრუანტელად გამდის.
მაგრამ დრო იყო ალბათ,
ტკბილის არ მქონდა რიდი
შენ კი გეგონა დედა,
შენს მოთმინებას ვცდიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი