მე ვერავინგადმრჩენს,
ხან სიცოცხლე მაწვალებდა ხან სიკვდილზე ფიქრები, იქნებ დარდიც გამიქარწყლდეს თუკი გარდავიცვლები... ეს ქარები თებერვლისა მსერავს გულის ფიცრამდე, ვერაფრით ვერ მოვისვენებ ალბათ მე სიკვდილამდე... ახლა სიტყვებს ვეღარ ვიჭერ ვერც ამ გრძნობებს ვერევი, ათასწლოვან სიკვდილის ლანდს როცა შემოვეხვევი, კარიბჭენი ციურ სხივთა ფეხქვეშ გამეგებიან, მერე ჩემზე მოგონებით სხივნი გადათვრებიან. მე სიკვდილი არ მაშინებს მიყვარს იდუმალება, ოღონდ დარდი გამიქარწყლდეს და გონების წვალება, ვფიცავ ჩემს სატკივარ ფიქრებს არვის გავუზიარებ, არავის არ დავანახებ ჩემი გულის იარებს, ეს ტვირთი თუ სამართალი ყელზე საბელს მიმოკლებს, მე ვერავინ გადამარჩენს ვერავინ დამიმონებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი