გადამდები ფიქრები
დღეს უამრავჯერ წავშალე ლექსი ლამის იმდენჯერ სურვილიც გაქრა, გავხედე მზეს და შუადღის სამზე მზის სხივიც თითქოს თავისით ჩაქრა. არა მზე იყო, მაგრამ სინათლე არ მოდიოდა არაფრით ჩემთან, არც სითბო იყო, არც სიელვარე, არც ცის ნუგეში ჩემს ყვავილებთან. უცებ სიცივემ ჩამოიზამთრა, ათოვდა მთების ვარდისფერ კოშკებს, ყინვის ჭიქები დაეცა მიწას და ქარს ადნობდა მორევი მორევს. მე ფანჯარსთან ვიდექი მაშინ, არა მზე იყო, ვფიცულობ ამას, მაგრამ ჩემს თვალწინ ვეებერთელა სეტყვის ძაფები არწევდნენ ჰამაკს. ძაღლი ყმუილით სარდაფს მიადგა, უცებ სარდაფიც გაივსო თოვლით, ჩემი სახლი კი სულ მთლად მოირწყა ყინვის თავთავთა ბაცი სისოვლით… მე ისევ მზისკენ მეჭირა თვალი, აპრილი იყო, სამი! შუადღის! ახლაც ვიხსენებ და ჩემს ფიქრებში მდინარეს ყინვის სურნელი ასდის. დიდხანს ვიდექი ასე სარკმელთან და არაფერი შეცვლილა ჩემში, არ მაოცებდა მზის გულგრილობა, არც ველურ ქართა ბოროტი თქეში. მე ისე მშვიდად ვავლებდი თვალებს, ხელისგულზედ კი ღიმილი მედო, ასეთი გახლდათ ფიქრები ჩემი, რომელიც ახლა ბუნებას ერგო. მალე მოვშორდი ფანჯრის ბიდონებს დავხურე სივრცე ღრმა შებრალებით, და ყოველივე დაბრუნდა ჩემში თვალის ნახევრად დახამხამებით. მეღიმებოდა და ეს ღიმილი ბედნიერებას სულაც არ ჰგავდა, მივნაბიჯებდი ლექსის საწერად, - ვიმედოვნებდი გამოსახვდა სივრცეს რომელშიც უკვე წლებია დავხეტიალობ ასკეტის მსგავსად, თუმცა ნაწილიც კი ვერ აღვწერე ის რასაც ვხედავ ყოველდღე ცხადად. ახლა თვალები თითქოს დამშვიდა, გული კი გამლღვალ ჰამაკში გორავს, მაგრამ სისოვლე აღვიძებს ზოგჯერ და ნამთვრალივით ბორგავს და ბოდავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი