უსამართლობა
როგორ გავჩუმდე ღმერთო, არ ვიცი, უსამართლობით ხმა გამშრალია, ან როგორ უნდა მეძინოს მშვიდად, როცა ჩემს სულში ქარიშხალია... როგორ ვაქციო ზურგი ჭრილობებს? თვალებს რა ვუთხრა ნაწამებს, დაღლილს... ვიცი გაარღვევს სიმართლის ძალა და ბნელ ბორკილებს გრიგალით დაშლის. დაგლეჯილ ღრუბლებს ცეცხლი ედება, ინგრევა მიწა ჩემს ფეხქვეშ ახლა, მე ვერასოდეს ვერ დავაყენებ რაიმეს უფრო სინდისზე მაღლა! მე ვერასოდეს მივიჩნევ სწორად, ტყუილს, რაიმეს გასამართლებლად, ან სხვის გაწირვას საკუთარ თავის, რამენაირად გადასარჩენად! მე ვერასოდეს ვერ გავამართლებ, სარგებლის მიზნით რომ იცვლებიან, არვიცი ღმერთი სად იმყოფება, როცა სიკეთეს წიხლით თელიან... მე დავიღალე, გადავიღალე, მაგრამ დუმილი არ შემიძლია! ღამეებს ვათევ, ვეწევი, ვჯავრობ, ვერ მოვისვენებ სანამ ბნელია! განა სიკვდილი მაშინებს რამით? საუბარიც კი არ ღირს ამაზე, უბრალოდ არ მსურს ასე ბრიყვულად ვიტანჯებოდე სხვის შეცდომაზე. განსაკუთრებით რთულია როცა შეცდომას კაცი არ აღიარებს, ან როცა მშვიდად საუბრობ და ის მიჩვეულია დავი-დარაბებს! ავტორიტეტი რომ არ ილევა ამაზე ვდაობ, ამაზე ვყვირი! ჩვენი ენა რომ რამით ესმოდეს გაოგნებული დარჩება ვირი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი