აპრილს ვაბრალებ
აპრილს ვაბრალებ არადა ვიცი, ჭიქა კალვადოსს ვაყოლებ სევდას... ზოგი რა ყალბად გაჯერებს ფიცით და ზოგი ურცხვად აგინებს დედას. არმესმის, ვფიქრობ, ვიხსენებ კიდევ, თუ როგორ ბჭობდა მასკით სატანა, ამ სამყაროში ჩვენ გვაწევს ისევ მშიერ ბავშვების ცრემლის ატანა. გავყვები სერზედ, ღვთიურ დაისებს და ყოველივეს გავატან ღვინოს, რომ კვლავ ბავშვურად ვერ ვიხალისებ ახალ იგავად ჩამესმის თითქოს... ზღაპრულ მაისებს, ცისფერ აისებს, და ლურჯ კესანეს ოხ როგორ მინდა, რომ მსოფლიოში რაც იყვავილებს სულ ჩემს ეზოში დაედოს ბინა. და ასე ნაზად გადის აპრილი, გადის და თითქოს გზაზე ბინდია, უცხო ნაცნობებს თუ არ მივათვლი სხვა მე არავინ მომიხიბლია. ადრე ვცდილობდი მემზირა მზისთვის და მერე მთებზე ვსახავდი წმინდანს, რამდენჯერ მითქვამს სარკეში სხვისთვის ამ სამყაროში ვერ გაძლებ დიდხანს. მაინც ასე თუ რავიცი როგორც, ვერ შეცვლი იმას რაც უნდა მოხდეს, ერთხელ ვინატრე ვარსკვლავთა ცვენა და დღემდე ვუცდი ერთიც რომ მოწყდეს. ზემოდან ვიღაც გიტარის სიმებს, ანჟღრევს და ანჟღრევს წელიწადია, ეგ არის ჩვენი დიდი პრობლემა, სმენა არ გვაქვს და თან გვიხარია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი