გასწი, ცისკენ იარე!
მიდის მიდის არ ჩერდება, დროის ჩქარი მდინარე, ქარში ხმები მედევნება, - გასწი ცისკენ იარე! იადონი ბულბულს ჰბაძავს, ბულბული შავ შოშიას, ამ ხმებს რიდით ვეკითხები - ცამდე კიდევ შორია? - წადი წადი, გზა ხომ იცი? ნახავ როცა ინათებს, პასუხისთვის ნუ ბრუნდები თორემ დაიგვიანებ! ხმათა ჯარი აღარ ცხრება, მიჰქრის როგორც მდინარე, - გასწი გასწი, გასწი გასწი, გასწი ცისკენ იარე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი