ისევ დავიგვიანე


ქვაფენილებს, თავს ვუხრიდი,
ვთლიდი ველურ ლიანებს,
შენ თუ მოხვალ, თავის დროზე,
მე რად დავიგვიანებ...

სისხამ დილით, ეს ღიმილი,
შენზე ფიქრით მაღვიძებს,
სახლის კართან, დაგახვედრებ,
ეტლით ლამაზ ყვავილებს...

სახლის კართან, დაგახვედრებ,
ეტლით, ლამაზ ყვავილებს...

ოხ ეს ვარდი, მაისივით,
კრთება ციურ სხივებში,
ადრე მაინც, არ მტოვებდი,
მარტოდმარტო სიზმრებში.

ახლა დროა, სარკმლის კარებს,
არბევს ბნელი იფნები,
არეული, ღრუბლებივით,
ქრება ჩემი სიტყვები...

არეული, ღრუბლებივით,
ქრება ჩემი სიტყვები...

მივდიოდი, მოვდიოდი,
ქარი ფაფარს მიწეწდა,
დაბნეული, მუსიკოსი,
მიმღერდა და მიმღერდა...

წვიმის წყლები, მისველებდნენ,
ვარდებსა და ლიანებს,
შენ მოხვედი, საბოდიშოდ,
- ისევ დავიგვიანეე...

შენ მოხვედი, საბოდიშოდ,
- ისევ დავიგვიანეე...

მაშინ მივხვდი, ეს სიმღერა,
იყო ჩემი სიზმარი,
ვერც დავრჩი და ვერც გაგცილდი,
„არაუშავს“ გითხარი...

ქვაფენილებს, თავს ვუხრიდი,
ვთვლიდი ველურ ლიანებს,
შენ თუ მოხვალ, თავის დროზე,
მე რად დავიგვიანებ...

შენ თუ მოხვალ, თავის დროზე,
მე რად დავიგვიანებ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი