მეხსიერების იგივეობა
რბილ საათებს აცლის დრო, დროის ჭეშმარიტებას, გაქვავებულ რელიეფს უცვლის დალი დინებას. ჰერაკლიტე მუზაა, გალა - სულის სარკმელი, ასდის ყინვის ლოლუებს ორთქლის კორიანტელი. ბნელ ქვიშაში იღვრება, წარსული - მომავალი, სარკე სარკეს გაეკრა, კვერცხი როგორც მარცვალი, ბიბლიური მითიდან ეპოქალურ ცვლილებებს, დასძენს დასაბამია! დალი როგორც ინებებს. აინშტაინს სდევნიან, ფარდობითის დრამებით, გავჰყურებ ცივ სივრცეებს დროა თუ საათები?! თითქოს ათი აკლია, თითქოს ახლა ისრები მოძრაობას იწყებენ, როგორც თავში ფიქრები, ბნელ ჩიხებში ხეტიალს, გაქვავებულ სარკმლიდან მოსჩანს ბედი წყეული, სადღაც ცის სიმაღლიდან ეშვებიან ხეები, ზეთისხილის ბაღიდან აბსურდის ხეტიალში, იხვრიტება ხელები სული საზღვარ ედება, საათს ჭიანჭველები. სჭამენ დროის მანქანებს ერთადერთი სიმია, თუ მარცვალი მოკვდება, მისგან რაღაც ახალი ისევ განმეორდება! აი დალის პორტრეტი ნაოჭების ფერია, თითქოს ღელვით დაღლილი ზღვის წვეთის ნარჩენია. წამწამიან ობიექტს, სძინავს ბრმა სიღრმეებში, იქ სადაც დრო არ იცვლის სახეს ნიღბის ფერებში, საუკუნე ჩერდება სიზმარეულ ლოდინით, აბსურდია ცხოვრება ბუზიც ამას გვახვედრებს და ფუნჯების მირაჟი ხატვას ისევ აგრძელებს. სიყვითლეა მზის ჩასვლა ცა კი ისევ ლურჯია, ლურჯი ხომ ხელოვნების მარადიულ სულშია, ფერი ჭეშმარიტების, ფერი ფიგერასისა, სიმბოლო აღმაფრენის რკალი მზის და მთვარისა, შორეული ვარსკვლავი ჰარმონიულ მიგნების! რბილ საათებს აცლის დრო, დროის ჭეშმარიტებას, გაქვავებულ რელიეფს უცვლის დალი დინებას. ირწევიან წამები, სული საზღვარს შორდება. საუკუნე გაჰკივის: - აღარ განმეორდება! - აღარ განმეორდება! - აღარ განმეორდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი