მდინარის მსგავსად ირწევა ფიქრი


მდინარის მსგავსად ირწევა ფიქრი,
თუმცა ერთ წვეთსაც ვერავის ვანდობ,
ქვეყნად ვერავინ გაიგებს ისე,
როგორც მე მტკივა, როგორც მე ვდარდობ...
აურზაურის ბნელი კოშკები
მიხმობს მდუმარე სივრცის ბაღიდან
და მოკაშკაშე ლექსებს მწვერვალზე
მხარგაწყვეტილი როცა ავიტან,
მერე ეს ტანჯვა გაასმაგდება,
მდუღარე ორთქლი აუვათ ცრემლებს
და იმ სივრცეში ვიცი ვერავინ
ერთ სიტყვასაც კი ვერ შემაშველებს...
წალეკავს ხიდებს მძიმე ლოდები,
ჩამოინგრევა ხმაური ციდან,
შენ იცი ჩემო მტკივარო სულო
მასაც გაუძლებ, მასაც აიტან.
ოღონდ არ იცი რითვის ხარ ასე,
რა მიზანია ტანჯვაში ნეტავ?!
ეს წელიწადი ისე ვეწამე
მომავალ ბედზე ფიქრსაც ვერ ვბედავ...
გაივლის კიდევ ათასი წელი,
აებმებიან თვეები თვეებს,
მე კი ამ ლურჯი ტალღების რწევა,
აღარც მართობს და აღარც მამშვიდებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი