მხილება
ოო მღელვარებით ცეცხლის ალმურში, მხვევს სტრიქონების ხმა ზარ-ზეიმით და მე ვეშვები პოეტურ სულში, მთელი არსებით და ენერგიით. ცის სივრცეები, კლდეთა ჩონჩხები, ჩამონგრეული სისხლის ბუმბული, ეშვება შავ ზღვის ფსკერის სარქველში, მგოსნურ მიგნებით აწივლებული. ღრუბლებს სწყდებიან წვიმის მარცვლები, ქარი ღრიალით ასკდება კოშკებს, მსურს გავეცალო ხალხთა მიდამოს და გაუსაძლის ომებს და ბრძოლებს. მსურს შთაითანთქოს ლოცვის კანონი, უცხო დოგმების ენით ცხოვრება და წარწყმედილი სულის სივრცეში დემონი ღმერთს რომ შეებრძოლება, ქარი წალეკავს მღვრიე მომავალს, ცხედრისფერ ლანდთა ცოდვებით სავსეს და კოშმარეულ აკლდამეებში, მხოლოდ მგოსნობით ვჰპოვებ სინათლეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი