0

უაკანასკნელი თხოვნა


მე მეცინება, და ეს სიცილი
უფრო მწარეა ვიდრე ცრემლები,
ვგრძნობ რომ სიკვდილი მომიახლობდა
და სამწუხაროდ ვერ გავექცევი...
მთელი ცხოვრება რომ მაწვალებდა
დანგრეულ ფიქრთა ბასრი ვნებები,
აი აღსრულდა და ვიცი მალე
მე ამ სამყაროს გადავეცლები.
გულწრფელ გრძნობათგან დაცლილ ეტრატებს
ვეღარ ვცნობილობ, ვეღარ ვეხები,
ოოო ღმერთო ჩემო საშინელია,
რომ დღეს ვერაფრით ვბედნიერდები,
მორჩა, გათავდა, როგორ ვთქვა ვიცი,
მაგრამ არ ვწუხვარ მე გთხოვთ იწამეთ,
ჩვენი ტკივილი უფრო მეტია
ვინც სიცოცხლის დროს გარდავიცვალეთ,
და თუ სიკვდილი ნუგეშს მოგვიტანს
და თუ აკლდამა სიმშვიდეს მოგგვრის
თქვენ ამის გამო ნუ დაიღლებით,
ნურც მძიმე დარდით, ნურც ცრემლთა ფრქვევით.
გადივლის წლები, ვიცი სიჩუმე
აურზაურით კვლავ შეიცვლება,
მე კი ამას გთხოვთ, რომ არ გაბედოთ
ჩემი სახელის გადავიწყება!
კომენტარები (0)