ქარიან ნისლებს
მე შეიძლება ამ ღამით მოვკვდე დილამდე სული ვერ გავიტანო, რას ვიტყვი ბოლოს, უკანასკნელად? არ ვიცი, იქნებ მხოლოდ ვინანო. ამოუცნობი დამრჩა სიბერე დროს მწარედ, მწარედ ვებღაუჭები, ჩამტვრეულ ხიდს არ დამსგავსებია აწ გასავლელი მომავლის გზები... უქმად მიბრძვია? ვერ ვიტყვი ამას, ბედნიერი ვარ ჩემი წარსულით, და კვლავ მივყვები ქარიან ნისლებს აწმყოს ლოდინში გადაკარგული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი