მე თვითმკვლელობა რაღაც დროით გადავიფიქრე!
მე ვდგავარ მთაზე, ავდრიანი სევდის თვალებით დაე ის გზები მძიმე ბრძოლის გაქრეს, დაინგრეს, დაწვით ხიდები, ცეცხლი ასვით ბაწრის სალტეებს მე თვითმკვლელობა რაღაც დროით გადავიფიქრე. ცეცხლი ახვრიპეთ ცათამბრჯენებს, კოშკების ღელვას ასე რომ მიხმობს სასიკვდილო განაჩენისთვის, ხელოვანისთვის არ არსებობს შვება, მოლხენა, მხოლოდ სიკვდილი, იდუმალი აღმაფრენისთვის. მოიწევს მძიმე ეშელონთა ბასრი ორკესტრი, დაფდაფებს სცემენ, ავანგარდში ბრძოლის ხმებია, მე სიცოცხლისგან დამშრალ ნიღბებს მუდამ ვებრძოდი ახლა კი მათი აღმოჩენაც მომნატრებია. და ვდგავარ მთაზე, ავდრიანი სევდის თვალებით, მსურს რომ ის გზები, მძიმე ბრძოლის გაქრეს, დაინგრეს, დააშრეთ ზღვები, გადამარხეთ ლურჯი დამბაჩა, მე თვითმკვლელობა რაღაც დროით გადავიფიქრე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი