მოდი ღამევ
ეს არ არის ჩემი ფიქრი... ჩემმა ფიქრმა სულ სხვაგვარი სულ სხვაგვარი ფიქრი იცის, სულ სხვაგვარი ლოცვა იცის, სულ სხვაგვარი დარდი იცის, მოდი ღამევ სულისამებრ გათანგულო ფერფლის კონავ, ოო მდუმარევ, გულის სარკევ, მყუდროებავ ბნელი სივრცის, ბინდის ბნელო მატერიავ, რამდენს უძლებ ვინ რა იცის... რამდენ ღამის მთვლემარე ლანდს ანუგეშებ უდროო დროს, რამდენ მგოსანს ან მომღერალს გაუქარწყლებ სევდის კალოს. ოო გრძნეულო სიცხადის ლანდს რად არ ჰგუობ, რად დასცინი, გან არ ჰყოფნის მის ჭრილობებს ობი, მტვერი და მარილი? თქვი ან მისი მწარე სუნთქვა არ გაღონებს?.. ალბათ არა, რადგან შენი მწატე სული ვერ მიხვდება ცრემლს და დაღლას, მხოლოდ აიმ სივრცის საზღვრებს ძალუძს კაცის ფიქრებს ჩაწვდეს, იქნებ რამით შეეშველოს ან მთლად მოკვდეს ან... გადარჩეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი