ღამის ცა
ღამით ცა უფრო ახლოა თოთქოს და ღრმა დარდების გუბედ იქცევა, იდუმალების დასვრეტილ სივრცეს ძალუძს ფიქრების ერთურთში ხვევა! იქ მოციმციმე ანძების მიღმა ვიცი რომ ვიღაც მიცნობს და იცის, ჩემი გულწრფელი თვალების სიღრმე, ჩემი ცრემლიც და ჩემი ხალისიც… და ამ სინაზით აღვსილ კაბადონს, გავჰყურებ უხმოდ, მშვიდად და წყნარად, და შევთხოვ ღმერთს რომ მაცხოვროს ისე, როგორც მან შემქმნა სახედ და ხატად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი