არაფერია
არაფერია სიცოცხლე მზის და ზღვის უხმო ქროლვის კოცნის გარეშე... არაფერია იდუმალება სიყვარულის და ვნების მორევში, თუ ერთხელ მაინც არ გიგემია მხურვალე ლტოლვა სიკვდილის მიმართ, და გათანგული თუ ერთხელ მაინც, თუ ერთხელ მაინც თუ არ დანებდი... ზღვის უხმო ქროლვას ვნების მორევში, არაფერია სიცოცხლე „თუ“-ს და „მგონის“ ან „მალე შევხვდების“ ფიქრში. ლოდინის ბაღში ზვავები ძრწიან, შენ მწიფე ალვის ველური ქარი გინიავებდა შეშლილ ბაგეებს, გადამსკდარს, დამჭკნარს და მიტოვებულს… მე ერთადერთმა მოგენდე მანამ, სანამ წალეკავს ქარი გვირილებს, ჩვენს სასთუმალთან ფოთლების გუნდებს, ვინ განუგეშებს... ვინ განუგეშებს... აი ამქარი! ცივი! საშიში! და უნიათო… ვარდების ნავში და შუა ზღვაში, ან სადმე მთაში, ზაფხულში გინდა, გინდა ზამთარში, ქარსა თუ თქეშში, ცივ ნიაღვარში, ან ლურჯ წვიმაში, ბედნიერების მელოდიაში? იქნებ სულ სხვაგან მარტოობაში… და უსასრულო ფანტაზიების დაუსრულებელ ჯამბაზიბაში, და მითუმეტეს არც სხვის ოჯახში! ხალხის უაზრო ოხუნჯობაში არაფერია, აქ სიყვარულის უქონლობისგან იტანჯებიან, და მერე სადღაც იკარგებიან, მერე ჩნდებიან, იღიმებიან, ზოგჯერ კვნესიან და სადღაც ვიღაც ელანდებიან, ოო მე მინახავს როგორ კვდებიან, აქ სიყვარულის გარეშე ხალხი. და ჩვენ ისეთი სულელები ვართ, რომ ერთმანეთი გვიყვარს ძალიან... არაფრისა და ყველაფრისათვის. რადგან ორთავემ ვიცით ერთი რამ, არაფერია სიცოცხლე მზის და ზღვის უხმო ქროლვის კოცნის გარეშე, არაფერია... არაფერია... არაფერია... უერთმანეთოდ ყოველი წამი, ყოველი წუთი, ყოველი წელი, ჰგავს ნაგვით სავსე ეზოს სოფლისას, შენ დგახარ ბაღში და ცივ ალუბლებს სულგანაბული ემშვიდობები, მე კი არ ვიცი, ამ დროს რა გითხრა, იქნებ უბრაოდ მოგხვიო ხელი არაფრისა თუ ყველაფრისათვის. მე შენ მიყვარხარ და ამ სიყვარულს ლურჯი სხივების შთენია ხაზი, ოო ხელოვნება, ოო ხელოვნება, რა საშიში და თან რა ლამაზი... იდუმალების ვრცელი გენია და მარტოობის აპათეოზი, ცის ანგელოზი? მიწის დემონი? ეს ჩვეულებრივ ადაიანებს, ხოლო ხელოვანს სულ სხვა აჩრდილი დაჰყვება მუდამ. და თუ შენ იმას შეიცნობ რამით გწამდეს სიკვდილიც მოგიახლოვდა. მაგრამ მანამდე? არაფერია სიცოცხლე მზის და ზღვის უხმო ქროლვის, კოცნის გარეშე... არაფერია იდუმალება სიყვარულის და ვნების მორევში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი