Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_o1k1thn23vnbgc9m6p9am05lit, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
გარეთ კი ქარი ქრის - გიო გოლიაძე | პოეზია

გარეთ კი ქარი ქრის


გადაუღებლად წვიმს,
სხივები არსად ჩანს,
და ჩემს სევდიან სიმს,
შრიალი აძლევს ბანს.

გარეთ კი ქარი ქრის,
სიცივე მატულობს,
სადა ხარ? განვიცდი...
ნუ ღელავ! - მპასუხობს.

დავდივარ კარდაკარ,
არავინ არ მიხმობს,
ამინდიც თანდათან,
იცვლება, ქარიშხლობს...

გარეთ კი ქარი ქრის,
დარბაზი ხმაუარობს,
როგორ ხარ? განვიცდი...
კარგად ვარ! - მპასუხობს.

ლოდინიც უცნაურ,
მოლოდინს მპირდება
ვერ ვუძლებ ამ ხმაურს,
სიმშვიდე მჭირდება.

გარეთ კვლავ ქარი ქრის,
არ ვიცი რას უხმობს,
სადა ხარ? განვიცდი...
არავინ მპასუხობს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი