ოღონდ თოვამ გადაიღოს
კარებს უკან კატა კნავის, მე სურდო მაქვს, ეზოს თოვლი, ძაღლი დარბის, დარბის, დარბის, და საკვამურს გააქვს ბოლი… მდუმარეა მთა და ბარი, მე ვირუსი მეპარება… ისე ხშირად მაცემინებს, რომ სიზმარიც ვერ მთავრდება. ოხ საიდან ავიკიდე! მიკაწკაწებს ორთავ ხელებს, “თუ ვერ მორჩი ალბათ მალე ბუსტერ დოზას გაგიკეთებ!” ამას ამბობს დედაჩემი, მე კი სულ სხვა გზაზე ვფიქრობ, ახლა ვიცი რაც მომარჩენს, ოღონდ თოვამ გადაიღოს)))
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი