და ცისფერ იადონებს


ვერ მოვერგე მე ცხოვრების კანონებს,
ვეტრფი ზამბახს და ცისფერ იადოებს.

აქ სიყვარულს არ დავეძებ კარიკარ,
მაგისთვის მე არაფრად არ ვარგივარ.

აი ჩემი გულის ფიანდაზები,
მომაშორეთ გაცვეთილი ფრაზები,

ოხ ამ ღამეს ბედი როგორ ამიცდა,
საყვარელო ისევ გადამავიწყდა.

ლექსსა ვწერდი, საქმე ცუდად განეწყო.
მგონი მართლა ამნეზია დამეწყო....

გაიტანეთ ოთახიდან წიგნები,
ასე უფრო უკეთესად ვიქნები,

თვალები გაქვს მწიფე ნუშის სადარი,
ვერ ვიპოვე მე შენი შესადარი,

დილაა თუ ღამეა თუ ბინდია,
გულში ცხელი ცეცხლის ალი მინთია.

ახ სიცოცხლევ ფიქრით შემაქცევარო,
ზოგჯერ სიკვდილს შენც რაღაცით გევხარო.

მსურდა უფრო მხიარული ჰანგები,
ვსვამ კონიაკს, მაგრამ ვეღარა ვთვრები,

სად წავიდე მითხარ რომელ მხარესა,
ყველგან მცნობენ მე ამ არემარესა.

მსურს სიმშვიდე ანდა ცხელი ომები,
საშუალოს მე არ შევებრძოლები.

მხოლოდ ბედი გამარჯვების პირამდე
და სიცოცხლე გიზის პირამიდამდე.

ვერ მოვერგე მე ცხოვრების კანონებს,
ვეტრფი ზამბახს და ცისფერ იადოებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი