დე სიყვარული დარჩეს უცვლელი
გადამწვარ ლოდებს და ღრმა კოცონებს, ვუყვები ჩემი სულის იარებს ის მეუბნება: - „ნახავ სულ მალე, ძალიან მალე გამოიდარებს…“ და უსაშველო ზღვების ნაპირებს, მივყვები გულზედ ხელდაკრეფილი, ის მეუბნება: - „ნახავ სულ მალე, გაიფურჩქნება შენი ყვავილი...“ მაგრამ წვიმები რომ არ ილევა? მაგრამ ზღვის ქარი კარებს, რომ მიმტვრევს? ის კვლავ მამშვიდებს და მეუბნება: - „ასე უკეთეს ცხოვრებას იწყებ...“ და როგორც რუმი ამბობდა ერთ დროს, წუხილი ტოვებს სულზე ნაპრალებს, ასე შემოდის ჩვენში სინათლე, რომელიც ახალ ოცნებით გვავსებს. და ამ ჭიდილში იცვლება ზეცა, იცვლება ფიქრი, იცვლება კვალი, დე სიყვარული დარჩეს უცვლელი და ერთადერთი, როგორც უფალი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი