რომ შენ დაბრუნდე!
თეთრი აპრილის მელოდიურ გამონათებას, ჰყვება სინათლის გამჭრიახი სველი სანთები, ადრე თუ გვიან, მოგენატრები… დაიცლებიან მზის სხივები უცხო მიწაზე, ვეებერთელა მისტერიებს შევეფარები, სიზმრად თუ ცხადში მოგელანდები… და გადახლეჩილ გულს რომ დახედავ, იტყვი არ ღირდა დასაწყისი ამად მიგნების, მწამს არ დადგება გადავიწყების! დღეები ვეღარ აუდიან ამდენ ფორიაქს და მე არ ვიცი ბედისწერა როგორ ამიგებს დრო მოვა ვიცი შენ მე გამიგებ… გამიგებ მაგრამ უჩვეულო დღეების თოვა, ვერ გადალეკავს მოგონებით სავსე ბიდონებს, ვიცი გამიგებ და შემიცოდებ… ახლა აპრილი იზლაზნება, ფარდებს მიფერთხავს, და ყვავილები იცლებიან შენზე ლოდინით, ეს ზღაპრები კი გამოგონილი გადაიქცევა სიყვარული მძიმე ჭრილობად, მოუშუშებელ სიმარტოვეს ააგებს ქარი, მე შემიფარებს ალბათ ზამთარი… რადგან არცერთი ნარკოტიკი ახლა არ მშველის, რადგან საწამლავს აბლაბუდა შემოეხვია, ჩვენ იდუმალი ხილვა გვეწვია, გვეწვია მაგრამ ვერ გავიგეთ ერთფეროვნების და არც გვესმოდა მისი ადრეც, ვიცი ასეა დედამიწა კი ბოღმით სავსეა! ჩვენ კი ისეთი სულელები ვართ რომ ერთმანეთი გვიყვარს ძალიან, და ვერ გავიგეთ რისი ბრალია… “ქარები ქრიან, ცვივა ფოთლები და იმედებიც ახლოს არიან” ჩვენ კი უბრალოდ ასე დარდიან დღეებს ვთელავთ და ცრემლებს ვიხოკავთ, თენდება, მაგრამ რაღა აზრი აქვს მაინც ღამეა, გამოსავალი ისევ ადრეა… იქნებ არც… მაგრამ შეუძლებელი ამბობდი ქვეყნად არაფერია, ქვიშა დაშრება, ქარი დალბება, არაფერია საშინელი ლოდინზე უფრო და სულის ტკივილს ვერ გადმოსცემს, ვერა, პოეტი მე კვლავ მოვედი… მოვედი მაგრამ მოვიტანე აურზაური და ქაოსებში მოთარეშე ველური ომი, ცეცხლის მახვილით შევერკინე დანაღმულ ველებს, შენ კი უბრალოდ სიმშვიდეს ეძებ… და მყუდროებას ლოიალურ ლამაზ ლამბაქებს, მოინავარდებს ეს გრძნობები ბედს ხავერდოვანს, მე მხოლოდ წყენა და… სინანული მომაქვს… ალბათ ასეა, თუ ასე ჩანს არ ვიცი არა! დამღალა უკვე ამ ჭიდილმა აურზაურის! სადაც მივედი ყველგან დამაქვს, რად არ მშორდება მოუსვენარი პრობლემები, უცხო ხმაური… შენთან კი თითქოს უცნაური სიჩუმე დადგა, მიკვირდა ჩემი მორიდების და სიხარულის და თუ კითხულობ ამას ახლა, ალბათ კითხულობ, გთხოვ რომ გამიგო… ჭირს წაუღია რითმა სტროფში თუ ვერ ჩამჯდარა, ან ზმნები ისე კარგად თუ ვერ ვაბრუნე, მე ერთი რამ მსურს, ჩემო ძვირფასო მხოლოდ და მხოლოდ რომ შენ დაბრუნდე…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი