დაჭკნა ტიტები
დაჭკნა ტიტები და ენძელები, და ცივ სამარეს აწ მიტოვებულს, ახლა გვიმრები შემოჰფარვია, რადგან არავის იგი აღარ სურს… სულ რამდენიმე მიწის ნაგლეჯზე გაშოლტილია ცივი ცხედარი, ერთ დროს მჩქეფარი სიცოცხლის ჟინით, ბედნიერი და მოუსვენარი, მაგრამ ამ წუთას, ვხედავ საზარელ, იონჯებს, გვიმრებს, დაღეჭილ ბოთლებს, ჩამოშლილ კედლებს, ველურ ქვაბულებს, ვხედავ და ამ გულს სევდა იმონებს… ო ძვირფასია სიცოცხლე არა? სათქმელად არის ალბათ ადვილი, არაფრად არ ღირს, ის ვინც არ ზრუნავს წინაპრის საფლავს მოუსპოს ჩრჩილი! განა მთავრდება აქ მასკარადი? არა, ჯერ კიდევ წინ არის ტაში, ამ საშინელი სურათის შემდეგ ვხედავ ირევა ხალხი დარბაზში… ვხედავ და გული მიკვდება, რადგან ესენი უფრო მებრალებიან, შესციცინებენ ერთურთს თვალებში და მკაცრ სიმართლეს ემალებიან… ახლა? არ ვიცი, რა ვთქვა… როგორ ვთქვა… მთებს ენაცვლება სველი ნისლები, საფლავზე ხარობს წელამდე გვიმრა, დარბაზში… ცეკვავს შვილიშვილები…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი