ბებერი მზე და მთვარე


ამოიზლაზნა ისევ,
ბებერი მზე და მთვარე,
მილიარდობით წელი,
მილიარდობით მხარე,
შემოუვლიათ ერთად,
უთენებიათ ღამე,
ამ საოცრებას რვიდან,
ვერცერთი შევუხამე,
სად არ უვლიათ ერთად,
რა არ უნახავთ ერთად,
რომელი ბაღი გინდა,
რომელი სასაკლაო,
თუმც კვლავ არიან ერთად,
და კვლავ იხარა შინდმა,
და ვერ გაყარა ბინდმა,
ის სიყვარული ძველი!
მიყვარს წარსულში ქექვა,
სიძველეების სუნი,
ხავერდოვანი ბოღჩა,
ხასხასა ალისფერი,
მიყვარს ყოველი სადა,
სიტყვა, კოცნა თუ ტაში,
გინდა დაცემა იყოს,
გინდა ავარდნა ცაში,
არ შემიძლია არა,
ტყუილს ვუცქირო თვალში,
არ შემიძლია არა!
დიდხანს დარჩენა ვალში,
და თუ არ ჩავთვლი მზეს და
და თუ არ ჩავთვლი მთვარეს,
მათი სითბოს და შუქის,
ვერ გადავიხდი ვალებს…
ისიც არ ვიცი, მართლა
ვალი, რამდენი მმართებს…
ვერც კი გავიგებ ალბათ,
ვერც დავუბრუნებ წამებს,
მხოლოდ ამ ლექსით ვცადე,
შექება მზის და მთვარის,
და თუ დამჭირდა ისევ,
გაგნება ძველი კვალის,
მწამს არ დამტოვებს შუქი,
ალისფრად მოელვარე,

- ოო შენ რამდენი დღე და
კიდევ რამდენი ღამე,
იხეტიალე უქმად,
მხოლოდ ლექსები დღაბნე…
მხოლოდ სტროფები ჯღაბნე…

- ნეტავ იცოდეთ მართლა
ამ ხეტიალის რამე…
რამდენჯერ დავიღალე,
რამდენჯერ დავიქანცე,
რამდენი ხიდი ვნახე,
რამდენი აბი ვყლაპე,
რამდენი ღამე ღმერთო
მტირალმა გავატარე,
მე ეს ბილიკი ვფიცავ
მარტოკამ გავიარე,
მოლაზღანდარე ხალხი
ახლოს არ გავიკარე,
თუმც დამცინავი ოხრად,
მეხვია შინ და გარეთ!
თუმც დამჩაგვრელი ოხრად,
მეხვია შინ და გარეთ!
თუმც მოღალატე არვინ
მყოლია შინ და გარეთ,
რადგან არავინ მყავდა,
ვის უნდა ვეღალატე?
მხოლოდ მზე იყო ცაზე,
მხოლოდ მთვარე და ნისლი,
კიდევ ღრუბელი იყო
და ვარსკვლავების ჯარი,
მავსებდა ოცნებებით,
სულ მუდამ ასე იყო,
ფანტაზიების ზღვაში,
დავცურავ - “უქმად ხარჯე”
როგორ აპირებ ახლა
ფეხი აუწყო კვალებს?!
გადაუხდელი გრჩება,
გრაგნილზე ვეღარ ატევს!
გავგიჟდე უნდა ღმერთო
ვისი რა ვალი მმართებს?!

თუმცა ბებერი მზე და
თუმცა ბებერი მთვარე,
ჩემსავით ხეტიალობს,
ტრიალებს დღე და ღამე,
თუ ცოტა გავიღიმე,
და ცოტა გავიხარე,
მაშინვე ყოველ მათგანს,
დასცხება და წუწუნით
აიკლებს არე-მარეს…
იტყვიან სიახლოვით
სულ ოფლად დავიღვარე,
თუ მოვიღუშე ცოტა,
ღრუბლებში დავიმალე,
არც ის წუთები მოსწონთ,
ვერ გამიგია რამე…
რა აღარ დავიბრალე,
ბევრგან ვთქვი დავიღალე,
თუმცა ვინ გაიგონა…
ან ვინ ისმინა რამე…
ხელის ჩაქნევით მითხრეს
ტყუილად, სულ ტყუილად,
ფლანგე და
იტრიალე…

მე მაინც ისევ წავალ,
და ისევ ისე ვივლი,
ხან ღრუბელ-ღრუბელ დავალ,
ხან ღობე-ყორე ვივლი,
არავინ იცის არა,
ხვალ რა იქნება ან ზეგ,
როდის “იქნება” გვიან,
როდის “იქნება” ადრე,
ამ ხეტიალში “იქნებ”
ვიღაცას შევუყვარდე…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი