დღეები მწიფე
აწ გვიან არის, დღეები მწიფე, ალვის ყლორტებში გადამდუღვრულა, ქარი დაარწევს, ვარდებს, გვირილებს, და ამ ტრიალში, მესმის ჩურჩული, მოიზლაზნება ვეებერთელა, მთას ახვეტილი სველი ნისლები, და ოხშივარად ასდის მდელოებს ენის დამბმელი გადაბინდება. როცა ქუხილი შემოაჭექებს, გადამწვარ ღრუბლებს, ჩემს ბინის თავზე, და მკაზრი მზერით, და ვყიფე სისხლით, როს მიაკონებს სულზედ ფიანდაზს, გადავშლი სკივრში ჩაცვენილ ფოთლებს, ამოვყრი გუდას მწარე წამების, აწ გვიან არის, დღეები მწიფე, აწ არვინ უცდის შემოღამებას… მხოლოდ ლოდინის ვაივაგლახით, გადის ცხოვრება ეკლიან ხაზით, ვისთვის აღსავსე მხუთავი გაზით, ვისთვის სინაზით და სილამაზით, ვიტყვი და ისევ, დავხურავ სხეულს, გადავდებ გვერდზე სკივრის ნამსხვრევებს, გავალ დარბაზში, მივალ სარკმელთან, გავხედავ ნისლით მორთულ მთა-ველებს, ერთს ჩავფიქრდები, მძიმე დარდებით, გარს შემოვიხვევ ლამაზ მიმოზებს… - თუმც ბევრმა სცადა, მაგრამ ტყუილად, ამ გულს ვერავინ ვერ დაიმონებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი