პარადოქსი
ოცნებობდი მშვიდ ღამეზე მე სიზმრები ავრიე გული ორად გაგიხლიჩე ცრემლი შემოგაჩვიე გადამდუღვრულ ხელის გულებს დასცქერი და ქვითინებ ვერაფერი ვეღარ გშველის სწუხხარ, და ვერ იძინებ ზღვა სასწაულს გადალეკავს ნდობის მძიმე უღელი ვიცი მე რომ გაგიღვივე სევდა განუკურნელი ახლა სწყევლი, იმ საღამოს პირველად რომ მიხილე თმა რომ ოდნავ შეისწორე და მორცხვად გამიღიმე ვიცი სწყევლი და სინანულს ზედ მწარე ცრემს უმატებ ისიც გიკვირს რომ აქამდე მე ცოცხალი როგორ ვძლებ არა რა ვქნა, როგორ ვიყო გულახდილად მითხარი თუ სიყვარულს სიყვარულით ვერ გავუღე ჭიშკარი თუ მაცდური ფუჭი გრძნობის არ აგიგე სასახლე განა ამის სანაცვლოდ მე ასე უნდა მლანძღავდე?! მაგრამ რა ვქნა, ევას მერე ადამის მხარს ვიკავებ და არ მომხდარ დანაშაულს იყოს, ჩემზე ვიბრალებ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი