უებარი წამალი
ექიმმა ასე მირჩია, ბულვარში ისეირნეო, დილით ადექი ადრე და დარდები გააბნიეო, მიმოიარე ბაღნარი სხეული დაამშვიდეო, ლექსების კითხვას არ გიჯობს, სახლიდან რომ გახვიდეო? გუშინ დედაჩემს ჩაუგდეს ფსიქ-თერაპევტის ვიდეო, თურმე ბათუმში მკურნალობს და ფიქრობს რომ მივიდეო… იქეთ სხვა ვინმე აღელდა, მღვდელი ჩარია ვინმეო, სანთელი დაწვი და შემდეგ ლოცვები წააკითხეო, აქეთ მეგობარს გავცქერი, დგას უცნაურად ხიდზეო, დამწუხვრებულა გიორგის ღვინო ვერ გავასინჯეო, არც რომ თრიაქი ინდომა წასაკარებლად პირზეო?! წიგნებში დახეტიალობს შემჯდარა ვირის ჯინზეო! ბაბუაჩემი ხითხითებს, თქვენ ვერ შეუცვლით მიზნებსო, ცოლს რომ მოიყვანს მაშინვე, ყველაფერს დაავიწყებსო და მომნუსხველი ღიმილით, სხვა წიგნებს წააკითხებსო! თქვენ ვერ შეწვდებით იმას და ვერ მოახერხებთ იმდენსო, როგორც ის გაახალისებს გაართობს, გააცინებსო! აი წამალიც გამოჩნდა, ხსნა მომდგომია კარსაო, ახლა სულ ყველა დაეძებს, დიმიტრი გელოვანსაო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი