გამოღვიძება


როცა ზღვა ტალღით მორევს შეუტევს,
როცა მთა-ბარი ლურჯ ფერს ჩაიცვამს,
მედუქნე მთვრალ ლოთს ჭიქას შეუვსებს
და ჩაგრულ ობოლს კალთით დაიცავს.

როცა მზის ალი გაანგრევს კედლებს
და მთებზე მჯდომი გვირგვინს დაიდგამს,
შემოიხუტებს გარს მწვანე ვერხვებს
და მხრის ტორტმანით სხივებს გაიბამს.

როცა მდიდრები გალაღდებიან,
როცა ქედანი მყინვარს გადიფრენს,
ტბაზე მორცხვად მდგომ ლამაზ გედიან
მეწყვილედ მყოფი ოხვრას გაიჩენს,

შეაბუბუნებს ლაჟვარდს ცის ნამი
და მზის სხივები რკალად ამოვა,
აწკრიალდება, აკამკამდება
და ადიდებულ ტალღად წამოვა.

მთაში, რომ ვერხვი ირწევა წნელზედ,
ბარში, რომ წვიმა მქროლავად ოხრავს,
შემოხვევს დედა ბავშს თავის ხელებს
და შუბლზე კოცნით ტკბილად დალოცავს.

წაჰლეკავს მგზნებულს ყოველგნით არე,
დანამავს წვიმა ფერად ღებული
და შეფერთქლებულს ზედ არე-მარე,
დალოცავს ღვინით ამღერებული.

ქვეყნად, რომ ყველგან ლურჯი დარი დგას,
ბარად, რომ წვიმა ლაზარეს ელის
ზეცა ლამპარად მგოსანს დაისვამს
და გულის ძახილს რითმებით ეტყვის.

ამწვანდა ირგვლივ ნაქარგი მხარე,
ადუღდა გულში მჩქეფარე სისხლი,
შეერწყა ერთურთს ყოველი არე,
ვით დედის კალთას მძინარე შვილი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი