ბობოქარი ქარი ქროდა


ბობოქარი ქარი ქროდა,
ქარი არა, ქარიშხალი!
კლდის ნაპრალებს, პირს უმტვრევდა,
ცხელი ქვიშის მწველი ალი…
საზარელი და საშიში,
ნიაღვარი ზღვას ეკვროდა,
კრატერები სეტყვის ძაფებს,
ხეთქავდა და ფეთქდებოდა!
ცაში შავი მტვერი იდგა,
მოხარშული სისხლის ორთქლის,
მიზად იწვა, ბნელი ბინდი,
გამდუღვრული სველი ბოლის!
ვარვარებდა ქარიშხალი,
ბობოქარი ქარი ქროდა!
ჩემი სახე, ამ ქაოსში,
ფინცქალ-ფინცქალ იმსხვრეოდა…
მაგრამ სული, ოხ ეს ლანდი,
იდგა, როგორც მჭრელი რკინა!
თუმც ამ ბრძოლის შემდეგ იგი,
ცხედარივით გაიყინა!
მაგრამ სული, ოხ ეს ფარდა,
თურმე 
          რამდენ 
                      რამეს 
                               იტევს,
თურმე 
           რამდენ 
                       რამეს 
                                მალავს…
თურმე 
          რამდენ 
                      რამეს 
                                ითმენს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი