ნაზი, ქრიზანთემები


ნაზი,
          ქრიზანთემები…

განიძარცვა ეული,
ჭადრის ჭრელი მტევნები,
როგორც ლურჯი მაისი,
ისე ვით დავნებდები!
აფეთქებულ ალუბლებს,
სანამ არ შევეხები!
სანამ ველურ ყვავილებს,
არ მოვიმკი ხელებით!
სანამ სიყვარულისგან,
ორნივ არ ავმღერდებით!
სანამ გათანგულები,
ზღვას არ მივეკედლებით…
ბნელი ქვიშის ნაპირზე,
ლანდად ვივესვენებით…
იმ ყმაწვილურ ოცნებებს,
იმ ფორიაქს გულისას,
მონატრებულ ამბორს თუ
გინდ დამშვიდობებისას…
გამოუთქმელ გრძნობების,
წყებას, სიყვარულისას…
დაუვიწყარ ღამეებს,
ითვლის ჭადრის მტევნები,
გაიცრიცა ეული,
 
ნაზი, 
          ქრიზანთემები…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი