ჟანგისფერი ეკვრის დილას


ჟანგისფერი ეკვრის დილას,
სული რაღაც უცნობს ელის,
დაიტანჯა მარჯნის ჯაფა,
და მას ახლა ვერვინ შველის.
აფოთლებულ ფარდის პირებს,
ფისო კუდით ეფერება,
ეფერება და სევდიან
ხმაზე რაღაც თავისს ჰყვება…
ვერ გაიგებ, თუმც აზრი აქვს?
ალბათ არა, ალბათ არა,
ამ ფიქრებში ღმერთმა იცის
როგორ მალე ჩაიარა,
სიხარულის წლებმა ირგვლივ
ისე მალე გაიარა
ახლა უკვე გვიან არის
სამდურავზე ფიქრი, არა?
აი ესეც უცხო დარდი,
შეუცნობი კაცის გულით,
ჟანგისფერი ეკვრის დილას
ფისო დახტის ფაცა-ფუცით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი