დაღლილი ცრემლი
დაღლილი ცრემლი დაეცა მაჯას, დაღლილი ცრემლი… თვალები ახლა არაფერს ითხოვს, და მაინც ცრემლი… რა არის ღმერთო ამ ცრემლზე დიდი? ან მასზე მცირე, ნაფცქვენი გრძნობის, ტანჯვის თუ გვემის, სისხლში დამბალი მწარე წამების! და გამოხატვის ნაირფერობის, მტრობის თუ ძმობის, ღალატის, გმობის, უერთმანეთო დღეების, წლების, აღელვებული და დაცემული, ქუჩაში ნიღაბაფარებული, დაიარები, ვით ლანდი ღვთისა, სახედ და ხატად!!! სახედ… და ხატად!!! და მაინც ცრემლი, “წაიქცა ბავშვი!” და აზანზარდა ფოთლები ქარში, ამ გზაზე ახლა არავინ დადის, გულახდილობის, და ერთგულების, და ნდობის ქუჩას რომ ეძახოდნენ… რადგან ძახილი არავის იხმობს… არც ცრემლი იგი, დამჭკნარი დარდით, არავის ახლა, არავის ღმერთო! დამიგდე ყური! მე ამ გზით წავალ… თუმც თანადგომი არ მყავდეს არვინ, მე ამ გზით წავალ! და საბოლოო აღსასრულამდე ვივლი და ვივლი… ვივლი და ვივლი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი