ვიცი, აღარ დაბრუნდები.
ვიცი აღარ დაბრუნდები… მიჭირს, მაგრამ მართალი ხარ, რავუყოთ თუ დღეც და ღამეც, ერთნაირად სულს აკლიხარ… ანგელოზებს ყურს რომ ვუგდებ, მახსენებენ შენს ფაქიზ ხმას… ნეტავ ახლა როგორ ხარ ან, ან უჩემოდ როგორ გძინავს… მე არ ვიცი, ვატყობ უკვე, გვიან არის, გაილია, ყველა ხიდი დამწვარი და ერთიანად აყრილია… მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიჯერებ ცხადია თუ მელანდება, ო საზარელ სევდას იწვევს, სულს თუ სული ენატრება. და თვალები, ღვთის თვალები, დაგეძებენ ყველგან… ყველგან… მაგრამ არსად აღარ სჩანხარ, ვერ მოვდივარ ვერსგზით შენთან! აღარაფერს აღარა გთხოვ, უკანასკნელ წერილს ვგზავნი… პოეზია… მრჩება ისევ, ერთადერთი თანამგზავრი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი