შემოდგომა


შემოდგომა - არის ჩემთვის
სიმშვიდე და მარტოობა…
მონატრება, სიშორე და
ნოსტალგიის განცდით თრობა.

საიდუმლო სიყვარულის,
იდუმალი თანადგომა,
ხეტიალი ქუჩა-ქუჩა
და საკუთარ თავთან ყოფნა…

კიდევ ერთი ოთახია,
ღვინით თავსე ლალის ჭიქა,
ძველი წიგნი, ძველი ტილო,
ძველი სკივრი და ხალიჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი