მო-დი, მო-დი, მო-დი
ვცდილობ ფიქრი შევიცვალო, რავქნა არ გამოდის, გული თავის ფიქრით ფიქრობს: “მო-დი, მო-დი, მო-დი.” გავალ კვამლში გავეხვევი, მაინც არ მთავრდება, აჩრდილები ლურჯი ფრთებით, ყველგან თან დამყვება. და ვარდების სიახლოვე მისი ყვავილობა, მახსენდება ვნების ორთქლი, სიყვარულით თრობა… რა არ ვცადე, არ გამოდის! მაინც არ გამოდის… გული ისევ თავისს მღერის: “მო-დი, მო-დი, მო-დი” ხოდა მოდი თუ ღმერთი გწამს, რითმას ნუ დამიშლი ის პირველი კოცნა თორემ, მერეე? ქრება შიში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი