სერაფიმები
აჩრდილივით მეპარება შენი ლანდი ფიქრებში, გულს შარბათად ეფინები, ღვთიურ სერაფიმებში… მოლივლივე, მონარნარე, როგორც თეთრი თოლია, “სიყვარული ძნელიაო” სადღაც გამიგონია… გეფიცები, სული მტკივა, ლამის ამომეგლიჯოს, წამმა ისე გაიაროს, შენზე არ გამეფიქროს?! არ ყოფილა, ო მას შემდეგ, მტკივა, ძლიერ ვიღლები, შენით ვცოცხლობ… შენით ვსუნთქავ… შენთვის გარდავიცვლები… ხატად შენი სახე მიდგას, შენი ნაზი თვალები… მაგ უძირო სულის სარკმელს, ვუმზერ და ვიკარგები. მაინც ისე, ისევ ისე, მეპარები ფიქრებში, და მერევი უნებლიედ, ცისფერ სერაფიმებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი