გემშვიდობები


არ მენატრები და არ გიგონებ,
არც მინახლდება ძველი გრძნობები,
გემშვიდობები უკანასკნელად,
უკანასკნელად გემშვიდობები...
ყველა წერილი ქარს გავატანე,
და ცეცხლს სახვრეპად მივეც სტროფები,
გემშვიდობები უკანასკნელად
ან საბოლოოდ გემშვიდობები...
სნეულ სიზმრების, ბრმა სილუეტებს,
და ჩონჩხის მაგვარ ხმებსაც ვშორდები,
ასე უბრალოდ და გასაგებად,
კარებს ვხურავ და გემშვიდობები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი