ბათუმს


ბათუმს ახლა სველი ნისლი,
ახვევია გარს...
მიაქროლებს ქარი ალმებს
და ბნელ იალქანს.
ცას მტრედები ეფინება,
ორთქლად გადასდის,
წვიმს და უცხო მელოდიად
ქარი ისევ ქრის...
ქარი ქრის და ტბის ნაპირებს
კვლავ ვადევნებ თვალს,
ბათუმს ახლა სველი ნისლი,
ახვევია გარს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი