ფანჯრები


აკამკამებულ კარსკვლავებს ათოვს,
თოვლია, თოვლმა რა იცის წლების,
ააწრიალებს ფანჯრებს სიავდრე,
თვითმკვლელობის და გარდაცვალების...

ააწრიალებს ტყის ნაპირები,
ხმელი ფოთლებით დაშლილ ღრმა ღელებს,
შემოვა ჩემში შენი თვალები
და ჩემს დიდებას გააცამტვერებს...

შემობა ნაზი სურნელი იის
და მიმეკრობა სულზე სურვილად,
იქნებ ჯობია აღარ გახსოვდე,
და ყველა წამი გადახიზნულა...

წარსულში, დაე ითოვოს მძიმედ,
სულში მაწვიმდეს მძიმე მარცვლები,
იყოს სიშორე, ოღონდ გასულ წლებს,
ნუღარასოდეს დავევალები...

დასაჯოს ავდრით ატეხილ ფიქრმა,
ყველა დუმილი, ბოღმა თუ დარდი,
ააწრიალოს ფარჯრები თოვამ,
სიკვდილს რომ ხელში კვლავ ჩავუვარდი...

ააწრიალოს მაგრამ ცრემლები,
ცეცხლის ჰანგებით აღარ მწამლავდეს,
მსურს მაღვიძებდეს ლურჯი აისი,
სულში სიმშვიდე, ცად სილაჟვარდე...

მაგრამ ფანჯრები ისევ მაშინებს,
ერთია ბოლო, დიდების პირი,
გალაკტიონი ვეღარ მამხნევებს,
ვეღარც გოეთე, ვეღარც შექსპირი...

შენია მარად ამ ბედის ხილვა,
ერთსა გთხოვ მხოლოდ ნუ გაერთობი,
შენამდეც ბევრი დარდი ვიწვნიე,
შენამდეც ბევრგან გადამხდა ომი...

მაგრამ აქა ვარ, კვლავ ვარსკვლავებთან,
აქ მწვერვალები ვეღარ მხედავენ,
ძველი აღთქმები გაქრნენ უკვალოდ
და მეგობრებიც გადამეკარგნენ...

ვარ მარტოობით ნაშენებ ქოხში,
სხვებს კი ჰგონიათ მეფობა მელის,
აქ უფრო ახლოს მოსჩანს ფანჯრები,
თვითმკვლელობის ან გარდაცვალების...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი